განახებთ როგორია გაბრაზებული მედია – ეკა მიშველაძე

0
374

ტვ პირველის ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ეკა მიშველაძემ მთავრობას რუსთაველიდან მიმართა და გადადგომისკენ მოუწოდა. მადლობა ვინც გულშემატკივრობს ქვეყანას, რომელსაც მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში, ქვეყანას სადაც ჟურნალისტებს მუშაობსი დროს კლავენ და ლექსო მოკლეს, არანაირი ექსპერტიზა არაფერს აზრი არ აქვს. არ გავაშუქებთ არაფერს თქვენსას თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს, ეხლა გაჩვენებთ როგორია მედიის ძალა, ეხლა გაჩვენებთ რაც ვერ გააკეთა 9 წლის განმავლობაში ვერავინ, ჩვენ გავაკეთებთ, მედია გააკეთებს, განახებთ როგორია გაბრაზებული მედია. მედია, რომჯელიც გიფრთხილდებოდათ, ეთერში გიწვევდათ და თქვენ არ მოდიოდით და თქვენგან წიხლის გარდა არაფერი მიგვიღია. საბოლოოდ მივიღეთ ის რომ მოკალით 36 წლის უდანაშაულო ბიჭი, ამას ვერ გაამართლებთ, უნდა წახვიდეთ, უნდა დასრულდეს და ღარიბაშვილი მართლა გეყოს ძალა ახალგაზრდა კაცი ხარ შენ თვითონ წადი, წაიყვანე შენი მარიონეტები ბიძინა ივანიშვილი”, – მიმართა ეკა მიშველაძემ მთავრობას.

წინა სტატიააშშ-ის საელჩომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო უწყება მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ – შსს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური