“გადადგეს მკვლელი მთავრობა” – თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

0
264

“გადადგეს მკვლელი მთავრობა” – ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი და პარლამენტის წინ მოწყობილია სპეციალური სცენა.

პარლამენტთან იმყოფებიან ჟურნალისტები, აქტივისტები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები.

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პარლამენტის წინ ყვავილები მიაქვთ და ამ ფორმით ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებია: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს და 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემა.

წინა სტატია“ლექსოსთვის” – მედიის წარმომადგენლებმა ზუგდიდში მდუმარე აქცია გამართეს
შემდეგი სტატიამედიამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური