მთავარისიახლეებისპორტიოლიმპიურ ჩემპიონს ერთი მილიონი ლარი გადაეცემა

ოლიმპიურ ჩემპიონს ერთი მილიონი ლარი გადაეცემა

Published on

დღეს საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონია იმართება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ ჩემპიონს ერთი მილიონი ლარი გადაეცემა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

ტოკიოს ოლიმპიადა ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ერთი წლით გადადეს. ოლიმპიადა 23 ივლისს უნდა დაიწყოს, ერთ თვეში კი მას პარაოლიმპიადა მოყვება. მათ ვისაც ბილეთები უკვე ნაყიდი აქვთ, საფასურს დაუბრუნებენ. კორონავირუსის პანდემიის რისკის გამო ტოკიოს ოლიმპიადას საერთაშორისო მაყურებელი ვერ დაესწრება.

ოლიმპიადის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ იაპონიასა და სხვა ქვეყნებში კოვიდის კუთხით რთული ვითარებაა, მგზავრობებზე გლობალური შეზღუდვებია დაწესებული და ახალი შტამებიც გაჩნდა.

“ჩვენ ვიზიარებთ ოლიმპიური თამაშების გულშემატკივრების, ასევე, სპორტსმენების ოჯახებისა და მეგობრების იმედგაცრუებას, რომლებიც თამაშებზე ჩამოსვლას აპირებდნენ. გულწრფელად ვწუხვარ ამის გამო”, — განაცხადა თომას ბახმა.

პარაოლიმპიური საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი, ენდრიუ პარსონი ამბობს, რომ რთული გადაწყვეტილებები უსაფრთხოების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე უნდა იქნას მიღებული.

როგორც BBC წერს, ოლიმპიადიდან გულშემატკივრების გამორიცხვა კიდევ ერთი დიდი ფინანსური დარტყმაა. კოვიდთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო თამაშების ღირებულება უკვე გაიზარდა 2,8 მილიარდ დოლარამდე

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...