მთავარისიახლეებიპოლიტიკაყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული - კახა კალაძე

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული – კახა კალაძე

Published on

,,მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სოლიდარობა მედიის წარმომადგენლებს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რამხელა მონაპოვარია მედიის თავისუფლება.” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

,,ის აგრესია და ძალადობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ მედიის მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი გმობს ამას და არავისთვის მისაღები არ არის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა.

შესაბამისად, ვინც სწორად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული, დემოკრატიული, თავისუფალი, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული, ადამიანებში იყოს მეტი პატივისცემა, იყოს მეტი განათლებული ადამიანი. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ და არაფერს დავიშურებ, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო წინ წავიდეს და იყოს მოწინავე ევროპაში.” განაცხადა კახა კალაძემ

 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...