მთავარისიახლეებისაზოგადოებასამი რელიგიური ჯგუფი ღირსების მარშის საწინააღმდეგო განცხადებას ავრცელებს

სამი რელიგიური ჯგუფი ღირსების მარშის საწინააღმდეგო განცხადებას ავრცელებს

Published on

სამი რელიგიური ჯგუფი ღირსების მარშის საწინააღმდეგო განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, მარშის ჩატარებას ხელი შეუშალოს. ერთ-ერთი განცხადება მოგვიანებით წაიშალა.

მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და თბილისის დიდი სინაგოგის მიმართვებს წინ უძღოდა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადება, რომელმაც მარშის საწინააღმდეგო აქცია დააანონსა, სადაც ბავშვების მიყვანასაც აპირებს. ამასთან, სამივე რელიგიური ორგანიზაციის განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეისბუქგვერდზეც გადაზიარდა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ჰომოფობიური განცხადება ამ დროისთვის აღარ იძებნება. როგორც სამმართველო წერდა, მსგავსი პრაიდები მიზნად ისახავს არა უფლებების დაცვას, არამედ “დაპირისპირების გაღვივებას”.

“ის რასაც გეგმავენ ე.წ. პრაიდის ორგანიზატორები შეუთავსებელია ჩვენი მორალისათვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით”, — აღნიშნული იყო გავრცელებულ ტექსტში

სოლიდარობის თემის განმარტებით, განცხადება მათი მიმართვის საფუძველზე წაიშალა:

“ჩვენი მხრიდან, მკაცრად იქნა დაგმობილი განცხადების შინაარსი და დაფიქსირდა პოზიცია, რომ მიუღებელია მუსლიმი თემის სახელით, მსგავსი, ძალადობის წამახალისებელი განცხადება კეთდებოდეს. […]

მიგვაჩნია, რომ ლგბტქ+ პრაიდის საკითხი არ ეხება მხოლოდ ერთ თემს, დღეს “პრაიდის” ღონისძიების უსაფრთხოდ და სრულფასოვნად ჩატარება გადამწყვეტია სამოქალაქო მშვიდობისა და სამოქალაქო ინტეგრაციისთვის”.

ეზიდთა სასულიერო საბჭოში აცხადებენ, რომ დაგეგმილი ღირსების მარში “შეუთავსებელია მათ მორალთან” და “უპირისპირდება ტრადიციაში განმტკიცებულ ღირებულებებს”. გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ პატივს სცემენ გამოხატვის თავისუფლებას და ემიჯნებიან ნებისმიერი სახის დევნასა და ძალადობას.

თბილისის დიდი სინაგოგა პირდაპირ მიმართავს ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას თბილისი პრაიდის მსვლელობის ჩატარება.

“მივმართავთ საერთშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ამ ღონისძიების მხარდაჭერით ნუ გაუცრუებთ საქართველოს მოსახლეობას იმ დიდ იმედს, რაც საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან არის დაკავშირებული”, — აღნიშნულია ტექსტში.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...