მთავარიUncategorizedხელოვნების მუზეუმის ძირითადი შენობა დაიცლება, მისი მდგრადობა არაკეთილსაიმედოა

ხელოვნების მუზეუმის ძირითადი შენობა დაიცლება, მისი მდგრადობა არაკეთილსაიმედოა

Published on

ძიმე ინფრასტრუქტურული  მდგომარეობის გამო შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ძირითადი შენობა დაიცლება. როგორც კულტურის სამინისტროში ამბობენ, მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.

სამინისტროში ამბობენ, რომ მუზეუმის ძირითადი შენობის მდგრადობაზე სიღრმისეული დასკვნა შეუკვეთეს. უწყება შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

  • გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური;
  • პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება;
  • შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი;
  • შენობის ქვეშ მიმდინარეობს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან და შენობას არც სართულშია გადახურვის და არც სახურავის დონეებზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს.

გარდა ამისა, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ UNECSO-სთან მოლაპარაკებების შედეგად თბილისში უცხოელი ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებმაც ოქროს ფონდის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატების მდგარადობა შეამოწმეს: ხახულის ღვთისმშობლის ხატი; ანჩის ხატი; აწყურის ღვთისმშობლის ხატი; წილკნის ღვთისმშობლის ხატი; ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი; ზარზმის ფერისცვალების ხატი; ზარზმის ღვთისმშობლის ხატი (ლაკლაკიძეები); კაცხის მაცხოვრის ხატი; ახალი შუამთის ღვთისმშობლის ხატი.

სამინისტროში ამბობენ, რომ ყველა შესწავლილი ხატის (როგორც ფერწერული, ისე ჭედური) საყრდენი ხე დაზიანებულია და არ არის გამორიცხული, ხის დაზიანების პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობდეს.

“ამასთან, სხვადასხვაგვარად არის დაზიანებული ხატების ფერწერული და ჭედური ნაწილებიც. შესაბამისად, ზოგიერთი ხატის გადაადგილება მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მეთოდითაა რეკომენდებული, ხოლო დანარჩენი ხატების გადაადგილება იმავე მეთოდით მხოლოდ ხის დროებითი გამაგრების შედეგადაა შესაძლებელი”, — აღნიშნულია განცხადებაში.

სამიინსტროში ამბობენ, რომ პატრიარქის კურთხევით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მუზემი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავა და შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რათა ძირითადი შენობა დაიცალოს.

“მუზეუმის ძირითადი შენობის სრულად დაცლა, მისი მოცულობის, ექსპონატების ოდენობისა და მათი მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, იქნება ძალზედ კომპლექსური, დროში მკაფიოდ გაწერილი პროცესი და ის ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ რიგში, აუცილებელი იქნება მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი ექსპერტების მიერ საგანძურში დაცული იმ ხატების მომზადება გადაადგილებისათვის, რომლებიც, UNESCO-ს საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია”, — აღნიშნავენ სამინისტროში.

ამასთან ამატებენ, რომ ეძებენ სივრცეს, სადაც მუზეუმის ექსპონატებს განათავსებენ

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...