რუსეთს ე.წ. ინდური შტამი უტევს – გარდაცვლილთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება

0
574

როგორც “როიტერი” იტყობინება, რუსეთში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშო მასშტაბებს აღწევს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ასევე საგანგაშოდ მატულობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს რუსეთში 679 ადამიანი ემსხვერპლა – ეს პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამასთან, გამოვლინდა 23218 ახალი შემთხვევა, საიდანაც 6893 ინფიცირებული მოსკოვზე მოდის. აღსანიშნავია, რომ რუსეთის დედაქალაქში დღითიდღე მატულობს კოვიდკლინიკების საჭიროებაც.

წინა სტატია“სინოფარმზე” რეგისტრაცია დღეიდან იწყება
შემდეგი სტატიაანომალიური სიცხე მოსკოვში (PHOTO)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური