პირი, ვინც TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა, გაათავისუფლეს

0
293

გოჩა აფრასიძე – პირი, ვინც თავს დაესხა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, ასევე დააზიანა აპარატურა, მოსამართლემ გაათავისუფლა. ის გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული და 20 დღეში 10.000 ლარის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმირ ხუჭუამ მიიღო.

შეგახსენებთ, “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი 30 ივნისს, წალკაში, მიწების მიტაცების საკითხის გასაშუქებლად ჩავიდა რა დროსაც აქციაზე აგრესიულად განწყობილი გოჩა აფრასიძე გამოჩნდა და “ტვ პირველის” ჟურნალისტს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაზიანებულია ტელეკომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო აპარატურა.

წინა სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ელჩთან, საზეიმო მიღებაზე, ერთი საათით დააგვიანა
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში სახლი დაიწვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური