მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის საგამოცდო ცენტრში 35 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში 35 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

Published on

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. აქ პირველ სესიაზე რეგისტრირებული 271 აბიტურიენტიდან 36 არ გამოცხადდა, შესაბამისად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას 235 კურსდამთავრებული აბარებს. ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ქირია ამბობს, რომ არანაირი ხარვეზი არ ყოფილა გამოცდებზე, დაცულია რეგულაციების ნორმები და არც ერთ აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა არ დაუფიქსირებია.

„არ გამოცხადდა 36 აბიტურიენტი, არ მაქვს ინფორმაცია რა მიზეზით არ გამოცხადდა აბიტურიენტების ნაწილი, თუ ეს ეხება კორონავირუსს და მათ აქვთ შესაბამისი ცნობა, ცენტრი მიიღებს გადაწყვეტილებას მათთან დაკავშირებით. რაც შეეხება საგამოცდო პროცესს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაცულია, ყველამ გაიარა თერმოსკრინინგი და დეზობარიერი. რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ გვქონია“, – უთხრა “”ოდიშინიუსს” ნანა ქირიამ.
რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ აბიტურიენტებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ ტესტი საშუალო სირთულის იყო.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...