მთავარისიახლეებიყველამ ინდივიდუალურად უნდა იფიქროს გადარჩენაზე - ეკა კვესიტაძე კორონავირუსის "დელტა" ვარიანტზე

ყველამ ინდივიდუალურად უნდა იფიქროს გადარჩენაზე – ეკა კვესიტაძე კორონავირუსის “დელტა” ვარიანტზე

Published on

“მთავარი არხის” ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, რომელიც პანდემიის დაწყებიდანვე აწყობდა და ამ დრომდე აგრძელებს დებატებს საავტორო გადაცემაში და პროფესიონალებთან, ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად განიხილავს ეპიდვითარებას ქვეყანაში, “ფეისბუქზე” წერს, რომ ვითარება მეტად მძიმეა, ხოლო გადარჩენაზე ყველამ ინდივიდუალურად უნდა იფიქროს:

“მას შემდეგ, რაც ინდოეთის პოპულისტმა ლიდერმა მოდიმ ხელები ცაში აღაპყრო და თავის ხალხს მიმართა – არავის არ სჯეროდა, მაგრამ ჩვენ, ჩემი მთავრობის ძალისხმევით შევძელით კორონას დამარცხებაო და აბა თქვენ იცით, ახლა იდღესასწაულეთ და ლაღად იცხოვრეთო, კორონამ ისეთი დამანგრეველი ტალღით გადაუარა ინდოეთს, რომ გვამების დაწვას ვერ ასწრებდნენ.

ამ ტალღამ კარგი “საჩუქარიც” დაგვიტოვა, დელტა ვარიანტი. ბევრის წერას არ ვაპირებ. ისეთი ვითარებაა ყველამ ინდივიდუალურად უნდა იფიქროს გადარჩენაზე და თუ როდესმე დავაღწიეთ თავი ამ ჯოჯოხეთს, ამ უსაქმურების, უვიცების და დამნაშავეების ბანდას, საქართველოს მთავრობა რომ ქვია, პასუხი უმკაცრესად უნდა მოვთხოვოთ!”, – წერს ეკა კვესიტაძე.

კორონავირუსის მუტირებული, დელტა შტამი, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. მეცნიერების მტკიცებით, ის ე.წ. ტრადიციულ, უჰანურ შტამსა და ბრიტანულ, ე.წ. ალფა შტამზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად, მოკლე დროში აინფიცირებს ბევრ ადამიანს, რაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას და მძიმე პაციენტებისა და გარდაცვალების რიცხვის მატებას იწვევს.

გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს თანახმად, B.1.617.2 ინდოეთში გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 24 მარტს კი ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთში დაფიქსირებული ვირუსის 15-20% სწორედ ე.წ. ინდურ შტამზე მოდიოდა.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...