მთავარისიახლეებიპოლიტიკავაპირებ უახლოეს დღეებში გავმართო შეხვედრების კიდევე რთი რაუნდი აშშ-ში

ვაპირებ უახლოეს დღეებში გავმართო შეხვედრების კიდევე რთი რაუნდი აშშ-ში

Published on

მე ვაპირებ უახლოეს დღეებში გავმართო შეხვედრების კიდევე რთი რაუნდი აშშ-ში -წერსაქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიi Facebook-ზე.

პირველ რაუნდში რიოდე დღეში გამოიკვეთა მთავარი ჩვენი გამოწვევა და პრობლემატიკა. პრაქტიკულად ძალიან მკვეთრად შესუსტებულია საქართველოს პოზიციები – უნდა ჩაითვალოს, რომ საერთოდ აღარ არსებობს ვაშინგტონში და ახლა უკვე უნდა დავიწყოთ ამ ყველაფრის გამოსწორება, ამოქაჩვა სიტუაციის. მე კონკრეტული გეგმა შევადგინე და ამას გამოვიყენებ უკვე მეორე რაუნდი.

ვაშინგტონში შეხვედრებს შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო შეხვედრა კონგრესმენ შერმანთან,- ეს არის ის ადამიანი, ვინც ჩამოაყალიბა რუსეთის მიმართ ჭკვიანური სანქციების პოლიტიკა და ეს დიდწილად გაიზიარა ბაიდენის ადმინისტრაციამ.

შერმანი ახლა მუშაობს ახალ სანქციებზე და ჩვენ საათნახევრის განმავლობაში ვმსჯელობდით, თუ როგორ შეიძლება ამ სანქციებმა შეაჩეროს რუსეთის აგრესია ჩვენი ქვეყნების მიმართ, ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის მოშლა და ძირგამომთხრელი საქმიანობა. მე ვფიქრობ, თუ ეს კონგრესმენი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საგარეო საქმეთა კომიტეტში, კონგრესის ამ თავის პროგრამას გაიტანს, ეს არსებითად შეცვლის რეალობას და გაგვაძლიერებს აგრესიის შეკავების კუთხით. – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...