მთავარისიახლეებიპოლიტიკავაქცინის მწვავე დეფიციტს სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევად ვაფასებ...

ვაქცინის მწვავე დეფიციტს სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევად ვაფასებ — ნინო ლომჯარია

Published on

ომბუდსმენი ვაქცინაციასა და ზოგადად კოვიდის მართვასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი, მათ შორის მოქლაქეების მხრიდან, გასაჩივრების საფუძველი გახდება.

“შექმნილ მდგომარეობას ძალიან კრტიკულად მივიჩნევთ. იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც ადამიანებს იცავს მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან და, როდესაც ქვეყანაში დღეს ვაქცინა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ამდენად, ამ მიმართულებით ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი”, — აცხადებს ნინო ლომჯარია ენმ-ს წარმომადგენლის ხატია დეკანოიძის მიერ ემარლამენტის სესიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ, სახელმწიფოს მხრიდან მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება შეზღუდვების შემოღებას თუ გაუქმებას, არ არის დასაბუთებული.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...