მთავარისიახლეებიბავშვს, ვისაც რკინის საქანელა დაეცა, გამგეობა ყურადღებას არ აქცევს, მოწყობილობა კი შეაკეთა

ბავშვს, ვისაც რკინის საქანელა დაეცა, გამგეობა ყურადღებას არ აქცევს, მოწყობილობა კი შეაკეთა

Published on

გლდანში, საბავშვო პარკში მომხდარი შემთხვევის შესახებ, როდესაც ბავშვს დაზიანებული საქანელის ნაწილი ფეხზე დაეცა და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, თბილისში მცხოვრები მოქალაქე “ფეისბუქის” დახურულ ჯგუფში წერს და გლდანის გამგეობასა და თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

მოქალაქის თქმით, მის შვილს დაახლოებით 400 კგ-იანი რკინის საქანელა ფეხზე მაშინ დაეცა, როცა იქვე ახლოს თამაშობდა. ის წერს, რომ ბავშვს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, გამგეობამ კი საერთოდ არ მიაქცია ყურადღება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სამაგიეროდ, დაზიანებული საქანელა შეაკეთა.

სიტუაცია ასეთია: ჩემს შვილს დაეცა მერიის მიერ “გაკეთებული” რკინის უზარმაზარი, მინიმუმ 400-კგიანი საქანელა ფეხზე, ბავშვი გადარჩა!!! ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და აქვს დაზიანებული კუნთიც, დაადეს უამრავი ნაკერი და ბავშვი მე-5 დღეა წევს საავადმყოფოში. მერიიდან მობრძანდნენ და თურმე საქანელა გააკეთეს!!! პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არავინ იღებს! მერიაში მითხრეს რომ თურმე გადასცეს საკითხი გამგეობას! დილიდან გამგეობაში არავინ მპასუხობს, გამგებელი და თანამშრომლები მხოლოდ ხელფასის დღეს ცხადდებიან სამსახურში?? ველოდები რეაგირებას!!! “, – წერს მოქალაქე დახურულ ჯგუფში.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...