მთავარიUncategorizedგემი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით, საერთაშორისოდ აღიარებული გზით მიდიოდა - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის...

გემი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით, საერთაშორისოდ აღიარებული გზით მიდიოდა – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

Published on

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ  ინფორმაციას, რომ მათ წყლებში ბრიტანული HMS Defender-ი შევიდა და მის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს

“გამაფრთხილებელი გასროლა არ ყოფილა”. – აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის, ბენ უოლასის თქმით, მათი გემი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვაო გზით მიდიოდა. უოლასმა ასევე დაამატა, რომ HMS Defender-ს გასასვლელ გზაზე პრობლემას უქმნიდნენ რუსული ხომალდები, რომლებიც ახლო რადიუსში ვარჯიშებს ატარებდნენ.

რუსულმა მხარემ HMS Defender-ი და ამ წყლებში მცურავი სხვა გემები აქამდე გააფრთხილა, რომ ამ დღეებში მცირე საავიაციო და საზღვაო წვრთნებს ჩაატარებდა.

რუსეთის მხარის თქმით, ინციდენტი ფიოლენტის კონცხთან, ოკუპირებული ყირიმის სანაპიროებთან ახლოს მოხდა. რუსული მედიის ცნობით, გამაფრთხილებელი ცეცხლი მოსკოვის დროით 12:06-12:08-ზე გახსნეს. მათივე თქმით, ბრიტანულმა ხომალდმა რუსეთის ფედერაციის საზღვაო საზღვრები 12:23-ზე დატოვა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...