„პრემიერი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება ჯარიმების მოხსნასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს ამომრჩევლების მოსყიდვას ”- ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი ლაშა დამენია ეხმაურება, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას მოიხსნას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმები და მოქალაქეები სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.
,,კვლავ დაიწყოს ქართულმა ოცნებამ. ევროპული საქართველო თავიდანვე აცხადებდა ეს ჯარიმები არაადეკვატური იყო მაგრამ ხელისუფლებამ ეს ყურად არ იღო , მაგრამ ახლა, როცა ალოვდბა თვითმმართველობის არჩევნები გადაწყვიტა ჯარიმებს გაუქება არა ხალხის,არამედ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
თითქოს, მადლიერი უნდა ვიყოთ იმ მცირე ნაწილის ჯარიმების მოხსნისა. მაგრამ ამ დროს, როცა ეკონომიკა გაჭყლიტა ქართულმა ოცნებამ, პირველი რაც უნდა გაეკეთებინა და დღესაც არ არის გვიან, ეს არის გადასახადების დაწევა, რათა ეკონომიკამ წამოიწიოს და ქართველმა ხალხმა ცოტა შვება იგრძნოს”. – ამბობს დამენია.
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, . ამნისტია შეეხება იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის გამო დაკისრებულ, დაახლოებით 76 000 000 ლარის გადაუხდელ ჯარიმას.