ვინ რა მოაყომარა ? – გრიგოლ ვაშაძე ვარაუდობს, რომ რუსეთი მალე მოიცლის საქართველოსთვის

0
338

რუსეთი საქართველოთი ჯერ სერიოზულად არ არის დაკავებული, თუმცა მოლოდინია, რომ ახლო მომავალში მას საქართველოზე სამუშაოდ რესურსი გაუთავისუფლდეს.- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ყოფილმ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ფორმულას ეთერში.

” რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში, ქუჩურად რომ ვთქვათ, მოაყომარა ყველაფერი და უკრაინაშიც არც თუ ისე ცუდად აქვს საქმე, სამწუხაროდ, ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე მცირდება უკრაინის გამო, მაგრამ უახლოეს მომავალში გაუთავისუფლდება ან უკვე გაუთავისუფლდა უზარმაზარი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო რესურსები იმისათვის, რომ დაიწყოს სერიოზული მუშაობა საქართველოში- ამას გეუბნებით მე, როგორც პროფესიონალი

ვაშაძემ ამავე იტერვიუში აცხადებს, რომ თუკი 19 აპრილს ხელმოწერილ დოკუმენტში შესული ყველა პუნქტი არ შესრულდება, დატოვებს პარლამენტის წევრის მანდატს.

„ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ამნისტიის საკითხზე შეთანხმებული პუნქტი. არ შეწყდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა. დაგვრჩა ერთი – საარჩევნო რეფორმის საკითხი. თუ აღმოჩნდა, რომ არაფერ სასიკეთოსკენ არ მივდივართ და ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებას, მოქალაქის უნდობლობას არჩევნების შედეგების მიმართ, აბსოლუტურად წყნარად გამოვალ იქიდან [პარლამენტიდან]“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

წინა სტატიასაქართველოს მოქალაქე სასტიკად აწამეს და მოკლეს – კრიმინალური გარჩევა რუსეთის დედაქალაქში
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური