მთავარიUncategorizedIPSOS-ის კვლევა: "ოცნება" - 32%, ენმ - 23%, "საქართველოსთვის" - 8% |

IPSOS-ის კვლევა: “ოცნება” – 32%, ენმ – 23%, “საქართველოსთვის” – 8% |

Published on

“მთავარი არხი”  ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ მისი დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების აქვეყნებს.

კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? – გამოკითხულთა 32% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 23% “ნაციონალურ მოძრაობას”, 8% კი გიორგი გახარიას მიერ ახლადშექმნილ პარტიას – “საქართველოსთვის”.

სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია:

  • “გირჩი – მეტი თავისუფლება” – 5%
  • “ევროპული საქართველო” – 3%
  • “ლეიბორისტული პარტია” – 3%
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 3%
  • “ლელო საქართველოსთვის” – 2%
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 2%
  • “მოქალაქეები” – 2%
  • “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 1%
  • “დროა” – 1%
  • “გირჩი” – 1%
  • “ერთობა, რაობა, იმედი – ერი” – 1%
  • სხვა – 2%
  • უარი პასუხზე – 11%

გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...