მთავარისიახლეებისპორტირონალდო თუ მესი? ორივეს წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ მერჩივნა, მესის არ შევხვედროდი -...

რონალდო თუ მესი? ორივეს წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ მერჩივნა, მესის არ შევხვედროდი – ნესტა

Published on

ალესანდრო ნესტა, რომელიც არაერთი სპორტული გამოცემისა და სპეციალისტის მიერ მცველის ეტალონადაა მიჩნეული, “იტასპორტპრესის” შეკითხვაზე, “რონალდო თუ მესი?” პასუხობს, რომ ორივეს წინააღმდეგ უთამაშია, მაგრამ ერჩივნა, ამ ორიდან მესის არ შეხვედროდა. იტალიურ გაზეთთან ნესტას ინტერვიუს თარგმანს “კრისტალბეთის” სპორტული პორტალი აქვეყნებს.

„რამაც მე დეპრესიაში ჩამაგდო არის ის, რომ ის 10 წუთში 10-ჯერ გამცდა, მე კი 37 წლის ვიყავი. მეათე წუთზე მას ფეხი ჩავარტყი და დაღლილი მიწაზე დავეცი. შემდეგ ვარსკვლავებს ვხედავდი. ის უკვე ხელს მიწვდიდა, რომ წამოდგომაში დამხმარებოდა. იმ მომენტში მან მენტალურად გამანადგურა. გესმით ეს? როდესაც ძირს ვიყავი, ორი წამის შემდეგ თვალები გავახილე და მისი სახე დავინახე, ხელს მიწვდიდა, რომ წამოდგომაში დამხმარებოდა. მან იმ მომენტში მენტალურად გამანადგურა.

რონალდუ, თუ მესი? ორივეს წინააღმდეგ მითამაშია, Მაგრამ ამ ორს შორის მირჩევნია, რომ მესის საერთოდ არ შევხვედროდი”. – ციტირებს ნესტას სიტყვებს ITASportPress-ი.

შეგახსენებთ, რომ ნესტა 2012 წლის 3 აპრილს „ბარსელონასა“ და „მილანის“ დაპირისპირებაზე საუბრობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი გახლდათ და „კამპ ნოუზე“ კატალონიელებმა 3:1 მოიგეს.

სიახლეები

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...

რუსული დეზინფორმაციის საფრთხე ქვეყანაში – MDF-ის კვლევა

როგორ ვრცელდება საქართველოში ყალბი და მანიპულაციური შინაარსის ინფორმაცია - მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიის...

“ჩვენი ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვნად დაზიანდა” – კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

კორეაში საქართველოს ელჩი თარაშ პაპასქუა თანამდებობას ტოვებს - ამის შესახებ თარაშ პაპასქუა სოციალურ ქსელში...