დღეიდან, შესაძლოა, კომენდანტის საათი გაუქმდეს ან შემცირდეს

0
422

შესაძლოა, დღეიდან მოიხსნას საქართველოს მასშტაბით ღამით გადაადგილების შეზღუდვა – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. შესაძლოა, სხდომაზე განიხილონ როგორც კომენდანტის საათის გაუქმების, ასევე შემცირების საკითხი: როგორც ცნობილია, ორივე პოზიციას ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები.

ის, რომ სხდომაზე კომენდანტის საათთან დაკავშირებით იმსჯელებენ, სხდომის მონაწილეებმა სხვადასხვა მედიასაშუალებებთან საუბრისას უკვე დაადასტურეს.

წინა სტატია“რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება?” – რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა
შემდეგი სტატია914 ახალი შემთხვევა, 24 გარდაცვლილი – ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური