მთავარისიახლეებიანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ერთი წლით გადაიდო

ანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ერთი წლით გადაიდო

Published on

წელს ანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves აღარ გაიმართება.

ამის შესახებ ორგანიზატორები ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერენ და მიზეზად კოვიდვითარებას ასახელებენ. მათივე განმარტებით, ფესტივალი 2022 წლამდე გადაიდო.

“დიდი სურვილისა და შემართების მიუხედავად, წელს ანაკლიაში შეგხვედროდით, სამწუხაროდ, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი კოვიდ ვითარება ამის საშუალებას არ გვიტოვებს.

Echowaves-ის გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფესტივალი 2021 წლის 19-22 აგვისტოს აღარ ჩატარდება.
Echowaves 2022 წლისათვის გადაიდო.

ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, პირველ რიგში, სტუმრების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ და ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით ვიმოქმედოთ. ფესტივალებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაშია, შესაბამისად, ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი.

რაც შეეხებათ მულტიპასის მფლობელებს:
თითოეულ თქვენგანს შეუძლია ბილეთი შეინახოს. მულტიპასის გამოყენებას 2022 წლის ფესტივალზე დასასწრებად შეძლებთ.
შესაძლებელია ბილეთის ღირებულების დაბრუნება. თანხის მისაღებად გადადით www.tkt.ge-ს მიერ მულტიპასის შეძენის დროს მეილსა და მობილურის ნომერზე გადმოგზავნილ ლინკზე და მიჰყევით ინსტრუქციას. ბილეთის ფასის დაბრუნების მსურველებისათვის ლინკი 21 ივნისიდან 21 ივლისამდე იმუშავებს. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ თარიღებში თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნას არ განახორციელებთ, მულტიპასი აქტიური იქნება ფესტივალი ახალი თარიღებისთვის, თანხის დაბრუნებას კი ზემოთმოცემული პერიოდის გასვლის შემდეგ ვეღარ მოახერხებთ.”,-წერენ ორგანიზატორები.

Echowaves ანაკლიაში 2022 წლის 18-21 აგვისტოს ჩატარდება.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...