,,24-26 ივნისს ვიზიტით ჩავალთ სამხრეთ კავკასიაში , მათ შორის საქართველოში “ – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

0
299

24-26 ივნისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს რუმინეთის, ავსტრიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.

“ევროკავშირის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი გამოიხატება EU-ს მეტ ჩართულობაში, მათ შორის გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ შალენბერგთან და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად, ჩვენ, 24-26 ივნისს ჩავალთ სამხრეთ კავკასიაში – სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტით“. – წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ twitter-ზე

წინა სტატიათამარ ჟვანია: მე არსად წავსულვარ და არც ვაპირებ ჩვენ ძლიერები ვართ, იმიტომ, რომ ვართ მართლები
შემდეგი სტატიაანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ერთი წლით გადაიდო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური