მთავარისიახლეებიდაიწყება ქვემო ჭალაში და გადაინაცვლებს ავტობანისკენ - ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად აქცია დაანონსდა

დაიწყება ქვემო ჭალაში და გადაინაცვლებს ავტობანისკენ – ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად აქცია დაანონსდა

Published on

ცხინვალის ციხეში მყოფი ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად, რომელსაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯა ცხინვალის მარიონეტულმა სასამართლომ, მის მშობლიურ სოფელში აქცია იგეგმება. – ინფორმაციას ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.

მისი თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს ზაზა გახელაძის დასახსნელად, ამიტომ სამოქალაქო აქტივობა აუცილებელია. დავით ქაცარავას თქმით, გახელაძის მშობლიურ სოფელში დაწყებული აქცია ავტობანის მიმართულებით გადაინაცვლებს. აქცია 23 ივნისაა დაგეგმილი, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, იგეგმება თუ არა ავტობანის გადაკეტვა.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს, საოკუპაციო ზოლიდან მოშორებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სხვილოს ციხესთან ახლოს, რუსმა ოკუპანტებმა ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს, მოგვიანებით კი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმმა განცხადება გაავრცელა, სადაც გახელაძე ოკუპანტთა პატრულის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...