მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაიბღა - საზღვრის დროებითი დემარკაცია თუ ოკუპაცია? რას ამბობენ აფხაზები რუსეთის...

აიბღა – საზღვრის დროებითი დემარკაცია თუ ოკუპაცია? რას ამბობენ აფხაზები რუსეთის ქმედებაზე

Published on

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის სოფელ აიბღას ნაწილი საკადასტრო რუკაზე მოსკოვმა თავის ტერიტორიად გაიფორმა. ინფორმაცია ამის შესახებ დემოკრატიის კვლების ინსტიტუტმა (DRI) 18 ივნისს გაავრცელა,

.ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დეპუტატმა, ასტამურ ლოგუამ ეხო კავკაზასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაგრის რაიონში მდებარე სოფელი აიბგა აფხაზეთის ტერიტორიაა და ამაზე აფხაზურ დელეგაციაში ორი აზრი არ არსებობს. ლოგუამ ამაზე სოფელში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა.

”ეს აფხაზეთის ტერიტორიაა, უბრალოდ, საზღვრის დემარკაცია არ არის დასრულებული, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, იქ მცხოვრები ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ, თუ სად ცხოვრობენ და ჩვენ მათი უნდა გვესმოდეს, რადგან საზღვრის დემარკაცია კანონით არ არის გამყარებული. ნაწილი ამბობს, რომ რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ ეს ჩვენი ტერიტორიაა და მათ ყოველდღე საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლა უწევთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიაჩნიათ, რომ ეს რუსეთის ფედრაციაა”, — ამბობს ლოგუა ინტერვიუში.

მისივე თქმით, სოფელში უმეტესად რუსულად მოლაპარაკე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ცხოვრობენ. სოფლის მცხოვრებთა რაოდენობა კი, დაახლოებით, 100 ადამიანს შეადგენს. პატარა მთიანი, სადავო სოფელი აიბგა აფხაზეთის საზღვრის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მარცხენასანაპირო გაგრის რაიონის ეკუთვნის, ხოლო მარჯვენა — ადლერის რაიონის რუსეთის ფედერაციიდან.

აფხაზეთში გარკვეულ შიშსა და საფრთხეს გრძნობენ, რომ სოფლის ნაწილი კრასნოდარის მხარეში შევა. სადავო სოფლის საკითხი დიდი ხანია ყურადღების ცენტრშია. 2014 წელს გამართული სოჭის ოლიმპიადის დროს ის რუსი მესაზღვრეების კონტროლის ქვეშ მოექცა. საუბარია 160 კვრადრატული კოლიმეტრი მიწის მიერთებაზე.

აფხაზეთიდან დევნილმა ბლოგერმა, რომელიც რუსეთის მიერ სოფლის ანექსიის მცდელობას უწევს მონიტორინგს, 2019 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთიანი სოფლის ნაწილი, რუსეთის საჯარო რეესტრის ბაზაში დაარეგისტრირეს, როგორც რუსეთის ტერიტორია. ამბის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მოგვიანებით, ის რეესტრიდან წაშალეს.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...