მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე იერიში მიიტანა - ეს უკვე მეორედ ცეცხლის...

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე იერიში მიიტანა – ეს უკვე მეორედ ცეცხლის შეწყვეტის გაფორმების შემდეგ

Published on

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე იერიში მიიტანეს.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ღაზის სექტორიდან დაჯგუფებები ისრაელის მიმართულებით აალებადი ნივთიერებით გაბერილ ბუშტებს უშვებენ, რაც ხანძრებს აჩენს. ცეცხლის შეწყვეტის გაფორმების შემდეგ, ეს ისრაელის მეორე იერიშია. პირველი იერიში ღაზის სექტორიდან აალებადი ბუშტების გამოშვების დაწყებას მოჰყვა.

ისრაელის საჰაერო თავდასხმების დროს რამდენიმე ქალაქში საგანგაშო სიგნალი ჩაირთო, მაგრამ ეს ცრუ განგაში იყო, ღაზიდან საპასუხო თავდასხმა არ მომხდარა.

პალესტინური მედიის მიხედვით, ისრაელის სამიზნე იყო ქალაქ ბეით ლაჰიაში მყოფი შენობა, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს. ასევე ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში, ექვსსართულიან შენობაზე, რომელსაც ასევე ჰამასი აკონტროლებს. უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში დაადასტურა. ბოლო თავდასხმა რამდენიმე დღის წინანდელ იერიშზე ძლიერი იყო.

ჰამასმა ისრაელის იერიშებს თეატრალური წარმოდგენა უწოდა და თქვეს, რომ ისინი ამას სამხედროების სულისკვეთების ასამაღლებლად იყენებენ. ასევე, მათი თქმით, აალებადი ბუშტების გაშვება სახალხო მოძრაობის ნაწილია, მოსახლეობა ამას თავისი ნებით აკეთებს და ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად არ უნდა ჩაითვალოს.

სიახლეები

ანაკლიაში, იახტ-კლუბის ტერიტორიაზე, კაცი წყალში ჩავარდა და დაიხრჩო

ანაკლიაში, ყოფილი იახტ-კლუბის ტერიტორიაზე, კაცი დაგუბებულ წყალში ჩავარდა და დაიხრჩო. მისი ცხედარი საგანგებო სიტუაციათა...

რუსული Су-27УБ ავიაგამანადგურებელი ავაფეთქეთ – ГУР

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР)იტყობინება, რომ 26 ივლისის ღამით რუსეთში კრასნოდარის მხარეში მდებარე აეროდრომ არმავირზე Су-27УБ ტიპის...

3 წლის ბავშვის მსხვერპლით დასრულებული ავარიის დეტალები – ტრაგედია ხობში

ერთი პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების...

სამწუხაროდ, ქართული ოცნება ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას-დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს სადაც წერს, რუსეთის მტრულ ქმედებების საპასუხოდ სანქციები დაუწესეს...