მთავარისიახლეებისპორტიგურამ კაშია და ჯაბა კანკავა კარიერას ბრატისლავის სლოვანში გააგრძელებენ

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა კარიერას ბრატისლავის სლოვანში გააგრძელებენ

Published on

ქართველი ფეხბურთელები, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა კარიერას ბრატისლავის სლოვანში გააგრძელებენ. აღნიშნულზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

უკვე ვიცოდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონის, ბრატისლავის „სლოვანის“ შემადგენლობაში გააგრძელებდა. ახლა მას ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა შეუერთდა. ასე რომ, ორი ქართველი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით.

„ვლადიმირ ვაისათან ერთად განვითარების გრძელვადიანი გეგმა დავსახეთამას გარდა, ამ ზაფხულში ჩვენი გუნდის მიზანია უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდერაა (“სლოვანი” ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიურ “შემროკს” შეხვდება, წარმატების შემთხვევაში II საკვალოფოკაციო ეტაპზე შვეიცარიულ “იანგ ბოიზთან” მოუწევს დაპირისპირება – რედ.). ამ მიზნის მისაღწევად გუნდის გაძლიერებაა საჭირო და ვეძებთ გამოცდილ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალწვეულები ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ჩვენს გუნდს გაძლიერებენ, ისინი საკმაოდ გამოცდილი და მაღალი დონის მოთამშეები არიან. კანკავასა და კაშიას რეკომენდაცია მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გაუწია, ის საქართველოს ნაკრებში წლების განმავლობაში მუშაობდა მათთან და კარგად იცნობს ამ ბიჭებს

მესმის, რომ ასაკის გამო შეიძლება არ იყოს ერთგვაროვანი რეაქციები ამ ტრანსფერებზე, მაგრამ ყველა ნახავს, რომ ისინი დიდ სარგებლობას მოუტანენ „სლოვანს“ – განაცხალა „სლოვანის“ გენერალურმა დირექტორმა, ივან კმოტრიკ-უმცროსმა.

გურამ კაშია ამ დრომდე თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა, ჯაბა კანკავა კი ფრანგული კლუბის, ვალენსიენის მოთამაშე იყო

სიახლეები

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ...

მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვებს მისი თანაგუნდელი ბადრი ჯაფარიძეც. ივანიშვილის...

საქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ "საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ...

უკრაინაში “აზოვის” 19 წლის მებრძოლი დაიღუპა

დარია ლოპოტინა, საძახისით “დელტა”, რომელიც “აზოვის” სპეციალიზებულ ბრიგადაში იბრძოდა, სლავიანსკის მიმართულებაზე ერთ-ერთი შეტაკების დროს...