მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელიამ კონგრესმენებს "ნაციონალური მოძრაობის" გეგმები გააცნო

ნიკა მელიამ კონგრესმენებს “ნაციონალური მოძრაობის” გეგმები გააცნო

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის კონგრესმენებს შეხვდა – მათ შორის დევიდ პრაისს, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატის თანათავმჯდომარეა. ასევე შეხვედრები გაიმართა გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების – გერმანიის მარშალის ფონდის, კარნეგის ფონდისა და კენანის ინსტიტუტის წამყვან მკვლევარებთან.

ნიკა მელიასთან საუბარში მათ ხაზი გაუსვეს, თუ რამდენად დიდ პოტენციალს ხედავენ “ნაციონალური მოძრაობის” ახალი თაობის ლიდერებში და ხაზი გაუსვეს ნიკა მელიას, როგორც ოპოზიციურ ფონზე გამაერთიანებლის როლს.

“შეხვედრაზე საქართველოს მომავალზე ვრცლად ვისაუბრეთ, მან ნაციონალური მოძრაობის გეგმები და ხედვები გამიზიარა. ძალიან კარგად ამიხსნა თუ რა სიტუაციაა ახლა საქართველოში. ვაშინგტონში კონსესუსია მიღწეული, კონგრესმენები, სენატორები და საქართველოს მეგობრები თანხმდებიან, რომ პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმა დემოკრატიის პროცესისთვის ნამდვილად არ იყო სწორი”,- ამერიკის ყოფილმა ელჩმა ჯონ ტეფტმა.

ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ შეხვედრებზე მან კონგრესმენებს “ნაციონალური მოძრაობის” ახალფორმირებული გეგმა და გრძელვადიანი გეგმები გააცნო.

სიახლეები

სტუ განცხადებაში მადლობას უხდის კობახიძესა და მიქანაძეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის ივანიშვილის პრემიერმინისტრ, ირაკლი...

ევროპის დიდ ქალაქებში “ერთი უბანი-ერთი მარკეტი” პრინციპი მუშაობს – ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ევროპის ყველა დიდ ქალაქში ურბანული დაგეგმარების პრინციპია...

გიორგი შაქარაშვილი დღეს 25 წლის გახდებოდა

ფეხბურთელი, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 2021 წელს მოკლეს. მისი შაქარაშვილის ცხედარი ძებნიდან მეოთხე დღეს...

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...