მთავარისიახლეებიმსოფლიოჟენევაში ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის სამიტი დასრულდა

ჟენევაში ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის სამიტი დასრულდა

Published on

ჟენევაში ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის სამიტი დასრულდა. სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთი გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ.

მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთი გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

აშშ-ს მხრიდან სამიტის მეორე სესიას ესწრებოდნენ: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, უშიშროების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი, პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რუსეთის საკითხებში მრჩეველი და უშიშროების საბჭოს წევრი ერიკ გრინი, აშშ-ს ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი.

ხოლო რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავრობი პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი, გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი, პუტინის სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში ალექსანდრ ლავრენტიევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვაენილი დმიტრი კოზაკი.

ბაიდენმა შეხვედრის ადგილი დატოვა. პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას არ გამართავენ და ჟურნალისტებს ცალ-ცალკე შეხვდებიან.

სიახლეები

ანაკლიაში, იახტ-კლუბის ტერიტორიაზე, კაცი წყალში ჩავარდა და დაიხრჩო

ანაკლიაში, ყოფილი იახტ-კლუბის ტერიტორიაზე, კაცი დაგუბებულ წყალში ჩავარდა და დაიხრჩო. მისი ცხედარი საგანგებო სიტუაციათა...

რუსული Су-27УБ ავიაგამანადგურებელი ავაფეთქეთ – ГУР

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР)იტყობინება, რომ 26 ივლისის ღამით რუსეთში კრასნოდარის მხარეში მდებარე აეროდრომ არმავირზე Су-27УБ ტიპის...

3 წლის ბავშვის მსხვერპლით დასრულებული ავარიის დეტალები – ტრაგედია ხობში

ერთი პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების...

სამწუხაროდ, ქართული ოცნება ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას-დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს სადაც წერს, რუსეთის მტრულ ქმედებების საპასუხოდ სანქციები დაუწესეს...