მთავარისიახლეებიეკონომიკანახევარი კილო პურის ფასი შესაძლოა 20-25 თეთრით გაძვირდეს

ნახევარი კილო პურის ფასი შესაძლოა 20-25 თეთრით გაძვირდეს

Published on

მიმდინარე წლის I ივლისიდან ხორბლის ფქვილის ფასის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა მთავრდება,მისი არგაგრძელების შემთხვევაშიც, პურის ფასი, შესაძლოა, 20-25 თეთრით გაიზარდოს.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ხორბლის და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტებს აწესებდა და ფასებს ზრდიდა. თავის მხრივ, საქართველოში ხორბლის ექსპორტი თითქმის სრულად არის დამოკიდებული რუსეთში ხორბლის ახალი მოსავლის ფასზე.

მთავრობამ ფქვილის ფასის სუბსიდირება 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, რომელიც პურზე ფასების ზრდის შეჩერებას 4 თვით ისახავდა მიზნად და პროგრამისთვის 10 მლნ ლარამდე იყო გათვალისწინებული. ამ პროგრამის ფარგლებში წისქვილ-კომბინატებს პურის საცხობი საწარმოებისთვის 1 [50 კილოგრამიანი] ტომარა ხორბლის ფქვილის გაყიდვა მაქსიმუმ 53 ლარად შეუძლიათ. ყოველ ტომარაში სუბსიდიის თანხა, თავდაპირველად, 10 ლარი იყო, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდასთან და მეხორბლეების მოთხოვნასთან ერთად, სუბსიდიის თანხა ჯერ 15 ლარამდე, ხოლო შემდეგ 20 ლარამდე გაიზარდა და პროგრამა კიდევ 3 თვით, ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდა.

სექტემბერში ხორბლის ფასი იყო $200, დეკემბერში კი – $280, რაც საკმაოდ მაღალი ზრდა იყო და შესაბამისად, ფქვილის ფასი გაიზარდა 53 ლარიდან 68 ლარამდე. პირველი სუბსიდირება განხორციელდა ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში, იყო 10 ლარიანი სუბსიდირება, თუმცა, რადგან ფასმა მოიმატა, სუბსიდირება გახდა 15 ლარი, ახლა კი არის 20 ლარი”. –ამბობს ლევან სილაგავა, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

გაგრძელდება თუ არა სუბსიდირების პროგრამა, თვის ბოლომდე გახდება ცნობილი.

პურის ქარხნების მოლოდინით, შესაძლოა, პურის ფასი ნახევარ კილოზე 20-25 თეთრით გაძვირდეს, რადგან სუბსიდირებით პურზე არსებული ფასის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ფასები გაზრდილია ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც პურის ღირებულებას განსაზღვრავს, სულ სუბსიდირებაზე ყოფნა კი სახელმწიფოსთვის შეუძლებელი იქნება.

ეკონომისტების აზრით, გადასახადების შემცირების რესურსი საქართველოს აქვს და პირველ რიგში, საშემოსავლო გადასახადის შემცირება ბიზნესს მისცემს საშუალებას, რომ მიაღწიოს ეკონომიკურ წინსვლას და გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები. თუმცა, მთავრობა გადასახადების გადახედვის საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზრდა ამ ეტაპზე იმდენად მაღალია, რომ გადასახადები შემზღუდავ როლს არ შეიძლება ასრულებდეს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...