შსს ცნობით, სენაკში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

0
303

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენაკში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 1997 წელს დაბადებული ბ. გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

ის პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს, მცხეთაში აიყვანა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სოფელ ხორშისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, 1975 წელს დაბადებული ლ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი”,- წერია შსს-ს განცხადებაში.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სტატიასამეგრელოში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძის თქმით, საქართველოში ინდური შტამი იწყებს გავრცელებას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური