მთავარიUncategorizedსაქართველომ ხელი შეუწყო აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გადაცემას - ჟოზეფ ბორელი

საქართველომ ხელი შეუწყო აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გადაცემას – ჟოზეფ ბორელი

Published on

ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რასაც ხელი შეუწყო საქართველომ და რამაც აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლება და სომხეთის მიერ დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა გამოიწვია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშორის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ჟოზეფ ბორელი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნის მხარეებს შორის შემდგომ თანამშრომლობას და ყველა სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას.

ბორელი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა აქტიურად წაახალისეს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ევროკავშირი მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებას მოითხოვს.

 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...