მთავარისიახლეებისპორტიკრისტიან ერიკსენი: "არ დავნებდები, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ".

კრისტიან ერიკსენი: “არ დავნებდები, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ”.

Published on

“არ დავნებდები, თავს უკეთ ვგრძნობ, უნდა გამოვიკვლიო, რა დამემართა. დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ”. –დანიის ნაკრებისა და ინტერის ფეხბურთელმა კრისტიან ერიკსენმა  ჰოსპიტალიზაციის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.

ნახევარმცველმა დანია-ფინეთის შეხვედრის მსვლელობისას, პირველი ტაიმის მიწურულს გონება დაკარგა. გუნდის ექიმის თქმით, ერიკსენს გულის შეტევა დაემართა და გარკვეული დროის განმავლობაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო.

ორივე გუნდის ფეხბურთელების მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, თამაში მოგვიანებით განახლდა და დანიის ნაკრები, ანგარიშით 0:1 ფინეთთან დამარცხდა.

იმავე დღეს ბელგიის ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ რუსეთის კარში გატანილი პირველი გოლი, თანაგუნდელ ერიკსენს მიუძღვნა და გამოჯანმრთელება უსურვა.

ფეხბურთის არაერთი მწვრთნელი და სპეციალისტი წლების განმავლობაში საუბრობს იმ არაადამიანურ დატვირთვებზე, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთელებს უწევთ. მათი თქმით, ერიკსენის კოლაფსი სწორედ ამ რეჟიმის გამოძახილია.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...