მთავარიUncategorizedბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა.

Published on

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ თანამდებობას აქამდე მიტროპოლიტი სპირიდონი იკავებდა. პანსიონის დირექტორად დანიშვნის შემდეგ  მეუფე იაკობმა პანსიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მიტროპოლიტის თქმით, ის შეთანხმების მიხედვით იმოქმედებს, რომელიც გულისხმობს პანსიონის გარდაქმნას “ევოლუციურად და არა რევოლუციურად”.

“პატრიარქის გადაწყვეტილებაა, მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე. დარჩებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც დარჩენა უნდათ. აქ ძალადობით არც არავის არ ტოვებენ. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირიც და UNICEF-იც ეთანხმება – ეს გარდაქმნა მოვახდინოთ ევოლუციურად და არა რევოლუციურად.

სრული ნდობა აქვთ სოციალურ მუშაკებს, სახელმწიფოს წარმომადგენლებს და ზედმეტი აჟიოტაჟი არავისთვის საჭირო არ არის.  მე როცა ვიქნები და როცა საჭირო იქნება კარი  ღიაა ჟურნალისტებისთვის”. – თქვა მეუფე იაკობმა.

გადაწყვეტილება პანსიონატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. ყოფილი აღსაზრდელები ხელმძღვანელობას ძალადობაში ადანაშაულებენ, საპატრიარქო კი შიგნით სახალხო დამცველს არ უშვებს

.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...