მთავარისიახლეებიპოლიტიკაTI ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული და ქართული კომპანიების შესახებ

TI ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული და ქართული კომპანიების შესახებ

Published on

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ახალი კვლევის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული 10 ოფშორული კომპანია 26 ქართულ კომპანიას ფლობს.
ეს კომპანიებია:

Finseck Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 4 კომპანიას: შპს ექსპრეს-სერვისი, შპს ლიზინგი ოცდამეერთე, შპს თხილის განაშენიანების და გადამუშავების კომპანია, შპს კომპლექს-სერვისი;
Vanity Overseas (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს მადა, შპს აკვა ცენტრი;
Gilmar Holding (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს ჰოლდინგი ოცდამეერთე, შპს ქართული ჰოლდინგი;
Krista Investments Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი აგრო ქართუ;
Ringold Finance Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს ჰორიზონტი, შპს ახალი სერვისი;
Limestone Finance International SA (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს 7 კომპანიას: შპს ახალი კაპიტალი, შპს სანაპიროს ხედი, შპს ქართუ კონსალტინგი, შპს აბასთუმანი 2019, შპს ჯეოფერტ, შპს ბლექ სი არენა, შპს ინვესტ კაპიტალი;
Fresno Management Limited (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 3 კომპანიას: შპს ინტერ კონსალტინგ+, შპს ქართუ მენეჯმენტი, შპს ქართუ მშენებელი;
Vasilia Enterpreises (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს ფინსერვისი-XXI, შპს ფინ-სერვისი;
Tarpan Management Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს ინტერ-სერვისი, შპს მენეჯმენტ სერვისი;
Frankston International (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს ჯი სი ეფ ჰოლდინგს ჯორჯია (თანაინვესტირების ფონდი).

TI-ს განცხადებით, 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5,2 მილიარდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურ ინვესტიციების 38%-ია.

ორგანიზაციის ცნობით, 2012-2020 წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის სამს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 15-მა ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო და ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულება, დაახლოებით, 77 მილიონი ლარია.

კვლევის მიხედვით, ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ:

თბილისი ენერჯის; ბილაინს; აიდიეს ბორჯომს; ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას; რუსთავის ფოლადს; სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს; ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს; რუსთავის ავტობაზრობას; ფოთის მარცვლეულის ტერმინალს; სუფთა სახლს და სხვა 160-მდე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს.

TI-მ შეისწავლა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მონაცემები 2012-2020 წლებისთვის, როგორც აუქციონით, ისე პირდაპირი მიყიდვის გზით გადაცემულ ქონებებზე. თუმცა, მათი განცხადებით, ორი მიზეზის გამო, ეს არ არის ოფშორული კომპანიების პრივატიზაციაში მონაწილეობის სრული სურათი, კერძოდ, ორგანიზაციამ გადაამოწმა:

მხოლოდ ის ოფშორული კომპანიები, რომელთა იდენტიფიცირებაც მოახერხეს და შესაძლოა ეს სია არ იყოს სრული;
მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში არსებული ქონების პრივატიზაციის ბაზები, რომლებიც არ მოიცავს მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას, მაგალითად, თბილისის მერიის მიერ პრივატიზირებულ ქონებას.

“შესწავლის შედეგად გამოვლინდა 6 ოფშორული კომპანია, რომელსაც 2012-2020 წლებში პირდაპირი პრივატიზაციის წესით გადაეცა სახელმწიფო ქონება და 15 ოფშორული კომპანია, რომელმაც აუქციონის გზით მიიღო სახელმწიფო ქონება. სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების გამოკლებით, აღნიშნულ კომპანიებს 77 მლნ ლარამდე ღირებულების ქონება გადაეცათ”, — ვკითხულობთ კვლევაში.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...