მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი: იმ პირობებითაც, რითაც ახლა ნამახვანჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, პროექტი არ გაგრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: იმ პირობებითაც, რითაც ახლა ნამახვანჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, პროექტი არ გაგრძელდება

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ პირობებითაც, რითაც ახლა ნამახვნაჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, პროექტი არ გაგრძელდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რაც შეეხება ნამახვანის პროექტს, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა ეს პრობლემა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 100 წელი და ასე შემდეგ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს.

ჩვენ ინვესტროს ველაპარაკებით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ინვესტორს დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის”, — თქვა მან.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...