მთავარისიახლეებისაზოგადოებადარჩელში კორონავირუსს პედაგოგი ემსხვერპლა - სოფელში 6 სკრინინგბრიგადა მუშაობს

დარჩელში კორონავირუსს პედაგოგი ემსხვერპლა – სოფელში 6 სკრინინგბრიგადა მუშაობს

Published on

სოფელ დარჩელში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა-ვირუსით სკოლის პედაგოგი გარდაიცვალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა განმუხურის მოსაზღვრე სოფელ დარჩელში კოვიდ-19 ინფექციის შემთხვევების მატებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მერიის თანამშრომლების ერთობლივი მონაწილეობით მოსახლეობის გაფართოვებული სკრინინგი მიმდინარეობს.
ამ დროისთვის სოფელში არც საჯარო სკოლა და არც საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს.
“პირველივე შემთხვევების დაფიქსირების დროს საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიყვანეთ. ამასთან, ვირუსი დაფიქსირდა ბაღშიც და დავხურეთ დაწესებულება“,-აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია.
კორონავირუსით სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი გუშინ,თბილისში გარდაიცვალა.
სოფელ დარჩელში 18 მაისიდან, დღემდე კოვიდ19-ის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ადგილზე ექვსი ბრიგადა მუშაობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...