მთავარისიახლეებისაზოგადოება"ასტრაზენეკას" გარდა, ნებისმიერი ვაქცინით აცრას 18 წლის ზევით ყველა მოქალაქე...

“ასტრაზენეკას” გარდა, ნებისმიერი ვაქცინით აცრას 18 წლის ზევით ყველა მოქალაქე შეძლებს – გაბუნია

Published on

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ით და იმ ვაქცინებით, რაც ქვეყანაში მომავალში შემოვა აცრას 18 წლის ზევით ყველა მოქალაქე შეძლებს. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

“ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზევით ყველა მოქალაქისთვის და ეს ესევე დარჩება, მიუხედავად იმისა თუ რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, იქნება ეს “ფაიზერი” “ნოვოვაქსი” თუ ნებისმიერი სხვა ვაქცინა. ანუ 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება, რაც შეეხება შეზღუდვას, ის შეეხება ამ შემთხვევაში “ასტრაზენეკას”, რომელიც 55 წლის ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდირებული, რაც ჯერ ჯერობით ესე დარჩება”, – თქვა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, Pfizer-თან მოლაპარაკებების მეორე ეტაპზე მუშაობენ და მოკლე ხანში ზუსტი ვადები გახდება ცნობილი.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...