მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე სტეფანემ აივანი ხომ ჩაამტვრია, ახლა ლიბერალიზმის თავზე დანგრევით იმუქრება

მეუფე სტეფანემ აივანი ხომ ჩაამტვრია, ახლა ლიბერალიზმის თავზე დანგრევით იმუქრება

Published on

 ღმერთის ნაცვლად, ჩვენ გვმართავს ლიბერალიზმი – რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ კანონის უზენაესობას, რომელსაც გვითხზავენ და გვიწერენ ლიბერალები.

ცრუ ბრალდებებით ვერავინ ვერაფერს ამტკიცებს, მაგრამ წამოენთნენ, ვინც არიან ლიბერალების გამტარებლები ყველა მიმართულებით. დაიწყეს ყველანაირად პროპაგანდა, აგიტაცია, როგორც კომუნისტების და ფაშისტების დროს. ვითომ ძალადობას ებრძვიან და თვითონ ძალადობენ, ისე ძალადობენ, რომ, ფაქტობრივად, ბავშვები სტრესში არიან იქ. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ იმათ ცუდი რამე გაუკეთა, არა, ამათი ძალადობით. შეიჭრნენ, აი, გინდა თუ არა, ეს ბავშვები არიან შეშინებულები, არ იციან რა გააკეთონ.

ზომბებს ეძახიან ბავშვებს, ქრისტიანები რომ არიან, იმიტომ, თვითონ ზომბები. ჩვენ შევეწირებით და ასეთ რაღაცას არ დავთმობთ. არ უნდა დავემონოთ და არ უნდა დავემორჩილოთ ლიბერალებს, არც იმ ცრუ კანონებს, რომლებიც ქრისტიანობის საწინააღმდეგოა. დაგანგრევთ სულ ყველას, ლიბერალებო!

ვის იცავს ის სახალხო დამცველი?! მარტო ხალხის ერთ ნაწილს, რომელიც არის მიზერი -თქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას.

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...