ზურაბ გუგუჩია-შვეიცარიაში მოღვაწე მეცნიერი

0
541
ზურაბ გუგუჩია, რომელიც ზუგდიდშია დაბადებული და გაზრდილი, მაგრამ მისი მამული აფხაზეთშია,სოხუმში, რომელსაც მისი მამა  ოთარ გუგუჩია -ფიზიკოსი,  სოხუმის სამეცნიერო  და საზოგადოდ  ფართო წრეებში გამორჩეული და პატივსაცემი ადამიანია.
ზურაბიც მამისა და ამქვეყნიდან ადრე წასული  სათნო დედის მეცნიერულ და ადამიანურ   კვალს გაყვა და დღეს შვეიცარიაში ყველაზე დიდი ეროვნული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, პაულ შერერის ინსტიტუტის (PSI) უფროსი მეცნიერი და მაღალი ველის მიუონის ლაბორატორიაზე პასუხისმგებელი მეცნიერია
იგი პარალელურად ლექციებს პრინსტონის უნივერსიტეტში და პაულ შერერის ინსტიტუტში კითხულობს.
,,სანამ შვეიცარიაში ჩამოვიდოდი, ამერიკაში ვმუშაობდი და პარალელურად ვასწავლიდი კოლუმბიის უნივერსიტეტში.
ჩემი კვლევები ძირითადად ეხება მაღალტემპერატურული ზეგამტარობის მექანიზმის დადგენას, ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარების შექმნას, ახალი თვისებების მქონე ტოპოლოგიური ზეგამტარობის და მაგნიტების შესწავლას. მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში დაბეჭდილი მაქვს არაერთი სტატია. 100-ზე მეტ ნაშრომში ასახულია ის მნიშვნელოვანი შედეგები, რაც უცხოელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო აღმოჩენებში მივიღე.
2018 წელს ამერიკის წამყვან სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა ერთ-ერთი ჩემი აღმოჩენა ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარების შესახებ. იგი მნიშვნელოვანია როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი თვალსაზრისით, რადგან მას ახალი ტიპის ელექტრონიკაში გამოიყენებენ, რომელსაც სპინტრონიკა ეწოდება და მეცნიერები მის შექმნაზე ინტენსიურად მუშაობენ.
მაღალი კონკურენციის პირობებში გვიწევს მუშაობა. ძალიან სწრაფი ტემპია ჩვენს სფეროში. ახალგაზრდა მეცნიერებს ვურჩევდი, რომ დააგროვონ რაც შეიძლება მეტი უცხოური გამოცდილება, რათა გაუძლონ კონკურენციას უცხო გარემოში და მიაღწიონ შემდეგ დიდ წარმატებას კველევებში. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ თავი დაიმკვიდროთ. კარგი მეცნიერი უნდა იყოს ცნობისმოყვარე და ჰქონდეს შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ზედაპირულ მიდგომებს ხშირად მეცნიერებაში მცდარ შედეგებამდე მივყავართ. სიყვარულისა და მეცნიერული ჟინის გარეშე ვერ იქნები ძლიერი მეცნიერი. ყოველთვის აკეთეთ ის, რაც გიყვართ და არასდროს დაკმაყოფილდეთ მიღწეული შედეგებით.
მიმაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში შეიქმნას ნიადაგი სამეცნიერო თვალსაზრისით, რათა უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებს ჰქონდეთ საშუალება კვლევების სამშობლოში გაგრძელების.” – წერს ზურაბ გუგუჩია გამოცემა ,,სფიჩში”
წინა სტატიაამინდი უარესდება
შემდეგი სტატია“გამოდი სოლიდარობისთვის” – Tbilisi Pride-ის ღირსების მარში რუსთაველზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური