მთავარისიახლეებისამართალიშეიქმნას კომისია - მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს მიმართავს

შეიქმნას კომისია – მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს მიმართავს

Published on

შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს, შექმნას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი კომისია, რომელიც გამოიძიებს დეტალებს, ვინ გასცა ბრძანება და რატომ ემსხვერპლა ანტიტერორისტულ ოპერაციას თემირლან მაჩალიკაშვილი.

ასევე, მაჩალიკაშვილი მოუწოდებს თაკო ჩარკვიანს, შევიდეს პარლამენტში და “ჩვეული გულისხმიერებით” მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო კომისიის მუშაობაში.

“მივმართავ საქართველოს პარლამენტს ჩემი შვილის თემირლანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში რათა ბოლო ბოლო ნათელი მოეფინოს ყველაფერს და გაირკვეს სრული სიმართლე თითოეულ დეპუტატს ვთხოვ მხარდაჭერას რათა ხმა მისცეს საგამოძიებო კომისიის შექმნას და პერსონალურად ვთხოვ ქალბატონ თამარ ჩარკვიანს, აუცილებლად შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა ჩვეული გულისხმიერებით და პრინციპულობით საგამოძიებო კომისიის შექმნაში და მუშაობაში. წინასწარ თითეულს გიხდით მადლობას და იმედი მაქვს სამართალი იზეიმებს”, – წერს ვახა მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცავის მიერ ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა. ამ ოპერაციას წინ უძღოდა ამავე წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაცია, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს. სპეცოპერაციას მოჰყვა მსხვერპლიც – გარდაიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, დაკავებული პირები “ისლამური სახელმწიფოს” წევრები იყვნენ. მათივე ინფორმაციით, ბერი გაბრიელის ქუჩაზე იმყოფებოდა აჰმედ ჩატაევიც, რომელმაც თვითლიკვიდაციას მიმართა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...