მთავარიUncategorized"NATO-ს კარი ღიაა. ჩვენ ვმუშაობთ ასპირანტ ქვეყნებთან - საქართველოსა და უკრაინასთანსაქართველოსა...

“NATO-ს კარი ღიაა. ჩვენ ვმუშაობთ ასპირანტ ქვეყნებთან – საქართველოსა და უკრაინასთანსაქართველოსა და უკრაინისთვის – იენს სტოლტენბერგი

Published on

NATO-ს გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე  ალიანსის ​ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის, ფართო მხარდაჭერის გაგრძელებას. ამის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ასპირანტმა ქვეყნებმა ფოკუსირება რეფორმების გატარებაზე მოახდინონ.

“NATO-ს კარი ღიაა. ჩვენ ვმუშაობთ ასპირანტ ქვეყნებთან – საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენი გზავნილია, რომ მათ ფოკუსირება მოახდინონ რეფორმების გატარებაზე. მოახდინონ თავდაცვითი უსაფრთხოების მოდერნიზება, რადგან გვჯერა, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ამ მიმართულებით, ვზრდით ჩვენს წარმომადგენლობას შავ ზღვაში. NATO-ს ​შავ ზღვაში ჰყავს სამი ქვეყანა – თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. იქ გვყავს ასევე ორი ღირებული პარტნიორი – საქართველო და უკრაინა და მათთან ერთად ვმუშაობთ. მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციას და ვაძლიერებთ შესაძლებლობებს. NATO-ს ​ წარმომადგენლობა გვყავს, როგორც ხმელეთზე ისე ჰაერში და ზღვაში,”- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 

აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.

სიახლეები

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...