მთავარისიახლეებისამართალიპოლიციის უფროსი გადააყენეს - რა მოხდა აბაშაში?

პოლიციის უფროსი გადააყენეს – რა მოხდა აბაშაში?

Published on

“ოდინიშინიუსის” ინფორმაციით, შსს გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე შს აბაშის სამმართველოს უფროსს კობა ნარმანიას უფლებამოსილება შეუჩერდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იკვეთება სამმართველოს უფროსის შესაძლო მონაწილეობა სამივლინებო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და საწვავის ტალონებთან დაკავშირებულ შესაძლო მაქინაციებში.

წყარო ამბობს, რომ საკითხი უკვე შესწავლილია და გენინსპექციის დასკვნა ვახტანგ გომელაურის მაგიდაზე დევს – საბოლოო გადაწყვეტილება შს მინისტრმა უნდა მიიღოს, მანამდე კი სამმართველოს უფროსის უფლებამოსილება შეჩერებულია.

დასკვნის მიხედვით კი, კობა ნარმანია განყოფილებისთვის კუთვნილი დიზელის საწვავის ტალონებს ბენზინგასამართ სადგურში აბარებდა, სანაცვლოდ კი ბენზინის საწვავით სარგებლობდა, ისე რომ შსს-ს სამეურნეო დეპარტამენტი ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

აბაშის პოლიციის პირველი პირი გენერალურ ინსპექციაში უკვე გამოიკითხა. მომხდარის დეტალებზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების, ძალოვანი და ფინანსური სექტორის ცალკეულ რგოლთა ხელმძღვანელების მიერ ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის შესაძლო ან დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, სამეგრელოს რეგიონის მაგალითზე, თვალშისაცემად გაიზარდა.

სიახლეები

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! – ელენე ხოშტარიას პასუხი ციხიდან

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ...

გალის ყოფილი ე.წ. გამგებელი საბანაოდ ზღვაში შევიდა და ნაპირზე არ გამოსულა [video]

შავი ზღვის სოხუმის აკვატორიაში  გალის ყოფილი ე.წ. გამგებლის, ასევე აფხაზური თვითგამოცხადებული მინისტრთა საბჭოს ყოფილი...

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც...

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს 30...