მთავარისიახლეებიპოლიტიკა"იმედი" პოლიტიკურად მართული ტელევიზიაა - გახარია

“იმედი” პოლიტიკურად მართული ტელევიზიაა – გახარია

Published on

ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც დააფუძნა პოლიტიკური პლატფორმა “საქართველოსთვის”, აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედის” არყოფნა მის პრესკონფერენციაზე ამ ტელევიზიის პოლიტიკურად მართულობაზე მიანიშნებს.

“ზოგი ამბობს, რომ აი, გახარიას რომელი ტელევიზიები გააპიარებენ, იმის მიხედვით გავაკეთოთ დასკვნები და მიშა სააკაშვილის პროექტი არის თუ არაო და დღეს აქ “იმედი” არ არის. ეს იმის მიმანიშნებელია ჩემთვის და აჩენს ეჭვს, რომ “იმედი” პოლიტიკურად მართული ტელევიზიაა. მაშინ როცა ოთხი თვის წინ იმედის ყველა კარი ღია იყო ჩემთვის, ახლა ისინი აქ არ არიან”, – თქვა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას მიერ მოწყობილ ბრიფინგზე პოსტ ტვ-სა და ტვ იმედის წარმომადგენლები არ მივიდნენ.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...