მთავარისიახლეებიეკონომიკა164 მილიონიანი ზარალი საქართველოს რკინიგზაში

164 მილიონიანი ზარალი საქართველოს რკინიგზაში

Published on

საქართველოს რკინიგზამ 2020 წელი 164 მილიონიანი ზარალით დაასრულა — ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში. როგორც ანგარიშიდან ირკვევა,

საქართველოს რკინიგზამ 2020 წელს 157 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის შემოსავლებზე 17 მილიონი დოლარით ნაკლებია.

როგორც სტატისტიკა აჩვენებს,2019 წელთან შედარებით შემცირებულია თითქმის ყველა სახის ხარჯი, გარდა ხელფასებისა და ფინანსური დანახარჯებისა. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზამ ხელფასებზე 9,9 მილიონით მეტი, 170,5 მილიონი ლარი გასცა. რაც შეეხება ფინანსურ ხარჯებს, ამ მხრივ წლიური ზრდა 149,7%-ს, ანუ 191,8 მილიონ ლარს შეადგენს და 319,9 მილიონ ლარს უტოლდება.

შეგახსენებთ, რომ სს საქართველოს რკინიგზა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია. აღსანიშნავია, რომ კომპანია ბოლო რამდენიმე წელია, რაც წაგებაზე მუშაობს. საქართველოს რკინიგზამ 2017 წელს — 354,1 მილონი, 2018 წელს — 716,5 მილიონი, ხოლო 2019 წელს 5,6 მილიონი ლარი იზარალა

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...