მთავარიUncategorizedჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანელ გვილავა განკვეთა

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანელ გვილავა განკვეთა

Published on

ჭყონდიდის ეპარქია იღუმენ დანელ გვილავას განკვეთის ბრაძნებას Facebook-ზე აქვეყნებს.

ბრძანების მიხედვით, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ სასულიერო პირს, მღვდელმსახურბა აუკრძალა, ასევე ჩამოართვა იღუმენის წოდება. ამიერიდან მას მონაზონი დანიელ გვილავა ეწოდება.

ბრძანება მიტროპოლიტმა სტეფანემ დღეს, 30 მაისს, ქადაგების დროს გამოაცხადა და მიზეზად  “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხი” დაასახელა. 

განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან იღუმენი დანიელი გვილავა, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. დღეიდან მას აღარ ეწოდება იღუმენი დანიელი, არამედ ეწოდება მონაზონი დანიელ გვილავა. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერის და გამოქვეყნებისთანავე”. – თქვა ეპისკოპოსმა სტეფანემ. 

ე.წ. ამბოხებულები მეუფე სტეფანეს და გადაბარების კომისიას, სადაც მღვდელმთავრის ძმას ერთ ერთი ხელმძღვანელი პოზიცია უკავია, უნდობლობას უცხადებენ.

გარდა ამისა, ისინი ამტკიცებენ, რომ სალხინოს ვენახებით, მიწებითა და მარტვილის წყლით რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენები არიან დაინტერესებული, მათ შორისაა კეკუტიაც და ეჭვი აქვთ, რომ საპატრიარქოს ამ ქონების გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი. 

სიახლეები

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...