მთავარიUncategorizedრატომ არ აწერს ხელს ენმ მედიატორებისგან შემოთავაზებულ...

რატომ არ აწერს ხელს ენმ მედიატორებისგან შემოთავაზებულ დოკუმენტს?

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე განმარტავს, რატომ არ აწერს ხელს მედიატორების მხრიდან შემოთავაზებულ დოკუმენტს .

“პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, რადგან ამ დოკუმენტში არის ერთი ძალიან მიუღებელი საკითხი – ამნისტია, რომელიც თვითონ  ნიკა მელიასთვისაც იყო მიუღებელი და მან ეს სასამართლო სხდომაზე არაერთხელ დააფიქსირა.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ მომავალ სტრატეგიაზე, როგორ უნდა შევიდეს პარტია ბრძოლის სტრატეგიაში, როგორ უნდა იყოს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, ვაწერთ თუ არა შეთანხმებას ხელს, 43 პროცენტი უზრუნველყოს ყველა პარტიამ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ აიღოს. ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო, დიდი ბრძოლა გვაქვს წინ.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლას მოხარული ვარ, რომ პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს არის არამხოლოდ ჩვენი პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მან განმარტა, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, როდის და რა ფორმით დაიწყებს პარტია საპარლამენტო საქმიანობას.

სიახლეები

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...