მთავარისიახლეებიკონფლიქტებიხაბიბ ნურმაგამედოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა გადაიფიქრა

ხაბიბ ნურმაგამედოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა გადაიფიქრა

Published on

UFC-ს მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგამედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში აღარ ჩავა.

ხაბიბი ოკუპირებულ სოხუმში პირველ ივნისს ჩადიოდა, სადაც ბავშვებისთვის მასტერკლასი უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდოდა, ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას რამდენიმე წელს ვეღარ შეძლებდა

,,გეგმების შეცვლის მიზეზი აშშ-სა და საქართველოს მხრიდან სანქციებით ზეწოლაა, რომელიც მოიცავდა ამერიკული ვიზის ანულირების მუქარა, UFC-ში სპორტული მოღვაწეობის შეზღუდვასა და აშშ-ში კონტრაქტების გაუქმებას”-წერს აფხაზური მედია სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტმა სპორტმენის მენეჯერზე, რიზვან მაგომედოვზე დაყრდნობით 

ხაბიბ ნურმაგამედოვი ჩასვლაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა. მაშინ  აფსნიპრესი წერდა, რომ ვიზიტი სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიგეგმებოდა და იგი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებოდა.

ცნობილია, რომ ნურმაგამედოვი ქართული ოცნების ლიდერთან, კახა კალაძესთან და ბერა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მათ ნაცნობობას ადასტურებს ხაბიბის გამოგზავნილი საჩუქრები, რომელზეც ბერა და კალაძე წერდნენ: “მადლობა ძმაო”, “მადლობა ლეგენდავ”.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...