მთავარისიახლეებისაზოგადოებაივნისიდან ქუთაისის აეროპორტში ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის რეისები განახლდება

ივნისიდან ქუთაისის აეროპორტში ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის რეისები განახლდება

Published on

ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით პირდაპირი რეგულარული რეისები განახლდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 19 ივნისიდან ავიაკომპანია Wizzair-ი ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტის რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს.

26 ივნისიდან, Wizzair-ი ქუთაისიდან ვროცლავის მიმართულებით იფრენს კვირაში ორჯერ, ხოლო 29 ივნისიდან – ვენა-ქუთაისი-ვენის საჰაერო ხაზზე.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი კომპანია ამ ეტაპზე ფრენებს ქუთაისიდან ვარშავის, რიგის, ვილნიუსის, დორტმუნდის და კატოვიცეს მიმართულებით ასრულებს. 30 მაისიდან, ანუ ხვალიდან, ამ ჩამონათვალს ქუთაისი-გდანსკიც დაემატება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Wizzair-ს ფრენის ნებართვა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 21-ვე მოთხოვნილ მიმართულებაზე მისცეს. ესენია: აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი.

“თუმცა, ფაქტობრივად, ამ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე – დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარიული შეზღუდვების გათვალისწინებით”. – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

სიახლეები

28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს და ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა – რუბიო

„სამშვიდობო წინადადების“ ავტორი ამერიკის შეერთებული შტატებია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ...

ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 49 პირი შეიწყალა

ოლიგარქ ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო...

დღეს გიორგობაა

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა...

“ვარდების რევოლუციიდან” 22 წელი გავიდა

"ვარდების რევოლუციიდან" 22 წელი გავიდა. 2003 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა მშვიდობიანი გზით. მოქალაქეთა...