მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელ გენადი შამუგიას აშშ-ის საზღვაო აკადემიის წარმატებით დასრულება კამალა ჰარისმა მიულოცა

ზუგდიდელ გენადი შამუგიას აშშ-ის საზღვაო აკადემიის წარმატებით დასრულება კამალა ჰარისმა მიულოცა

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო აკადემიის კიბერუსაფრთხოების ფაკულტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული ზუგდიდელი გენადი შამუგია გახდა. მას კურსის წარჩინებით დასრულება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიულოცა.
დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალს აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი ტომას ჰარკერი, ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. დავით ბაქრაძემ გენადი შამუგიას სწავლის დასრულება სოცილურ ქსელში, საჯარო სტატუსითაც მოულოცა:

“ვულოცავ აშშ საზღვაო ძალების აკადემიის წარმატებით დასრულებას გენადი შამუგიას. ყოველწლიურად წარჩინებული ქართველი ახალგაზრდები აშშ მხარდაჭერით სწავლობენ საუკეთესო ამერიკულ სასწავლებლებში და პროფესიონალებად უბრუნდებიან სამშობლოს”, – წერს ბაქრაძე, შეგახსენებთ, რომ გენადი შამუგიამ აშშ-ს საზღვაო აკადემიაში სწავლის სრული დაფინანსება 2017 წელს მოიპოვა.
.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...