მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯანმო Sinovac-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას 1 ივნისს გეგმავს

ჯანმო Sinovac-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას 1 ივნისს გეგმავს

Published on

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩინური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, Sinovac-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით – საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ კვირას, კონკრეტულად კი 1 ივნისს მიიღებენ.

ეს ის ვაქცინაა, რომლითაც საქართველოში ვაქცინაცია რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაციამდე დაიწყო.

რამდენი თვის განმავლობაშია ეფექტური „სინოვაკით“ გამომუშავებული ანტისხეულები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ასეთი მონაცემები დაზუსტებით არც სხვა ვაქცინებზე არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვაქცინის საგანგებო მოხმარებისთვის განთავსება (Emergency Use Listing) ნიშნავს, რომ ვაქცინის იმპორტის პროცესი მსოფლიოში უფრო სწრაფი იქნება. ამასთანავე, ჯანმოს მიერ ავტორიზირებული ვაქცინით აცრილები ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას შეზღუდვების გარეშე შეძლებენ – მათ არ მოუწევთ ტესტის გაკეთება და კარანტინის გავლა. ეს საკითხს ევროკომისია განიხილავს.

„სინოვაკი“ აღიარების შემთხვევაში მეშვიდე ვაქცინა იქნება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მოხმარებისთვის განათავსა – „სინოფარმთან“, Pfizer/BioNTech, Astrazeneca, Serum, Johnson & Johnson, Moderna-სთან ერთად

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...