მთავარიUncategorizedზუგდიდის სპეცრაზმი გუმათჰესთან გადაისროლეს

ზუგდიდის სპეცრაზმი გუმათჰესთან გადაისროლეს

Published on

შსს-ს ზუგდიდის სპეცდანიშნულების რაზმი გუმათჰესთან გადაისროლეს, სადაც ისინი პერიმეტრს გაამაგრებენ – ინფორმაცია “ოდიშინიუსს” რიონის ხეობის მცველებმა მიაწოდეს. ინფორმაციამ “მთავარის” 12-საათიან გამოშვებაშიც გაიჟღერა.

შსს-ს პოლიციური დანაყოფების მობილიზაცია გუმათჰესთან, სადაც აღმართულია რკინის ჯებირები და განთავსებულია პოლიციის პოსტი, მას შემდეგ დაიწყო, რაც, შსს-ს ინფორმაციით, რიონის ხეობის მცველთა ნაწილმა, დედაქალაქიდან ხეობაში დაბრუნების შემდეგ, რკინის ჯებირები დააზიანეს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თითქმის ერთი საათის განმავლობაში რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირებს მუშტებს უბრახუნებდნენ, თუმცა, შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯებირებს ქვებსა და სხვა საგნებს ურტყამდნენ, რის შედეგადაც ისინი დაზიანდა. უწყებამ სხვისი ქონების დზიანების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

გაიგზავნა თუ არა ზუგდიდის სპეცრაზმი გუმათჰესთან, ინფორმაციის გადასამოწმებლად “ოდიშინიუსი” შსს-ს პრესსამსახურის სამეგრელოს დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა, იქ ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს, ხოლო ამ ფაქტის სიმართლესთან შესაბამისობის გარკვევისთვის დამატებითი დრო ითხოვეს. პრესსამსახურის პასუხს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დამატებით შეგატყობინებთ.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...